воскресенье, 8 октября 2017 г.

მეცხრე დღე





         დღეს წარვადგინეთ ჩვენი პროექტები, განვიხილეთ, გავაკეთეთ უკუკაცშირი, მივიღე რჩევები ჩემი კოლეგებიდან, შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები.
   
        საერთო ჯამში ძალიან საინტერესო იყო, ნამდვილად საჭიროა და გამოყენებადი, უფრო უკეთ დავგეგმავ და განვახორციელებ პროექტებით სწავლებას სასწავლო პროცესში, გავიგე ბევრი ახალი რამ ბევრი საიტი რომელიც მოვნიშნე და და გამოვიყენებ.
    ტრენერიც ძალიან გულისხმიერი და მომთმენი იყო, და მთელი მონდომებით და ძალისხმევით გვასწავლიდა,

   დიდი მადლობა.

воскресенье, 1 октября 2017 г.

მერვე დღე



      ჩემი პოტფოლიო 

დღეს  კიდევ ერთხელ დავხვეწე პროექტის გეგმა, გავეცანი პროექტის გეგმის ჩეკლისტს და გავეცანი სხვადასხვა პროექტის გეგმებს,  ვიმუშავე შეფასების ფორმების დახვეწაზე,
ჩემი პორტფოლიო განვათავსე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

    გავიგე ბევრი ახალი საინტერესო ინფორმაცია და ვნახე ბევრი საინტერესო ნამუშევარი.

суббота, 30 сентября 2017 г.

მეშვიდე დღე



დღეს ვიმუშავე პროექტის დახვეწაზე, გავეცანი კითხვარს დიფერენცირებულ სწავლებაზე და დიფერენცირებული სწავლების ფორმებს, სახეებს. ჩავსვი ჩემს პროექტში.
      დავწერე ჩემ პროექტში მეორე კვირას განხორციელებული სამუშაოები. თანდათანობით ჩემი პროექტი სრულდება.

воскресенье, 24 сентября 2017 г.

მეექვსე დღე





       დღეს  დავხვეწე პროექტის გეგმა, მიზანი, და შეფასების სქემა, გავწერე პროექტის პირველი კვირის პროცედურები, გადმოვიწერე ჩემი პროექტის შესაბამისი სურათები, ინტერნეტ რესურსები, საავტორო უფლებების დაცვით. განვაახლე ინფორმაცია დისკზე.

მომეწონა რესურსების მოპოვება საავტორო უფლებების დაცვით, დამჭირდება მისი გამოყენება სასწავლო პროცესში, სიახლე იყო საავტორო უფლებების დაცვა და მათი მისამართების გადმოტანა, წინათ მხოლოდ ინტერნეტ რესურსი გადმომქონდა.

დიდი მადლობა.

воскресенье, 17 сентября 2017 г.

მეოთხე დღე



       დღეს  ძალიან ნაყოფიერი და შრომისუნარიანი იყო, დღეს სრულვყავით კითხვები,

დავწერეთ პროექტის შინაარსი , გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, ინსტრუმენტებს ,

ასევე 21 ე საუკუნის პროგრამიდან გადმოვწერეთ ზოგიერთი უნარი რომელიც ჩემ

პროექტს მოერგებოდა. ჩავწერეთ შეფასების პროცედურები.
   
          ძალიან საინტერესო მასალას გავეცანი შეფასების სტრატეგიების საიტზე, რომელსაც გამოვიყენებ ჩემ სასწავლო პროცესში.

среда, 13 сентября 2017 г.

მესამე დღე



     დღეს  გავეცანი  სტანდარტების მოძიებას და პროექტში შესაბამისი სტანდარტის  გადმოტანას, რესურსების მოძიებაში შევიმუშავე სამი სახის შეკითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.და მოვარგე ჩემ პროექტს. ძალიან საინტერესო იყო,
კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი პროექტი ნელ ნელა, თანდთანობით იხვეწება და იღებს
სრულყოფილ სახეს.
        

воскресенье, 10 сентября 2017 г.

მეორე დღე



      დღეს დეტალურად გავეცანით კონკიას პროექტის რესურსებს, გავიგეთ რა დოკუმენტაცია უნდა ახლდეს პროექტს, ვისწავლე ბროშურის შექმნა ავირჩიე ბროშურის სასურველი ფორმა ჩემი მომავალი პროექტისთვის. შემდეგ დავიწყე ბროშურის შაბლონის შევსება, რომელსაც ტრენინგის კურსის მსვლელობის პროცესში შევავსებ და სრულვყოფ.